Saturday, June 8, 2013
,,გადავარჩინოთ დედამიწა"
პროექტის სახელწოდება: ,,გადავარჩინოთ დედამიწა"
პროექტის მთავარი იდეა (თემა) : გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და კლიმატური ცვლილებები დღეისათვის ერთერთი უმთავრესი პრობლემაა. პროექტის იდეა და თემა განისაზღვრა სწორედ ამ პრობლემების აქტუალობის საფუძველზე.
პროექტის აქტუალობა: აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. საშუალებას მისცემს მათ, აქტიურად ჩაებან და განსაზღვრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში, უფრო ახლოს გააცნონ თანატოლებსა და უფროსებს გარემოსდაცვითი პრობლემები, რათა მომავალში ერთად იზრუნონ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით; თუ რა/ვინ იწვევს გარემოს დაბინძურებას, კლიმატურ ცვლილებებს, რა საფრთხე ემუქრება ბუნებრივ რესურსებს და სადამდე მიგვიყვანს ამ პრობლემების უყურადღებოდ დატოვება. მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის და საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 15-16
ვადები / ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები: მოსწავლეები მოიძიებენ პროექტის თემასტან დაკავშირებულ მასალას ინტერნეტში, გადაიღებენ პრობლემის ამსახველ საკუთარ ფოტოებს და ვიდეობს ადგილობრივ თემში, ქალაქსა და მის შემოგარენში; აკეთებენ Power Point პრეზენტაციებს, ამზადებენ სარეკლამო პლაკატებსა და ბუკლეტებს.
პროექტისათვის საჭირო, ძირითადი რესურსები: კომპიუტერი (ინტერნეტი), ფოტოკამერა, ფორმატები, თაბახის ფურცლები, მარკერები, ქსეროქსი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასი გაყოფილია სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხზე: გარემოს დაბინძურება და ნარჩენები. მეორე ჯგუფი : ბუნებრივი რესურსების გამოყენება და დაზოგვა. მესამე ჯგუფი : კლიმატური ცვლილებები - რა შეგვიძლია ჩვენ? მოსწავლეები იძიებენ და აგროვებენ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით, ამუშავებენ მასალას და აკეთებ საკუთარ კომენტარებს / ჩანაწერებს. გადიან ადგილობრივ თემში, ახლომდებარე სოფელსა და ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, იღებენ ფოტო-ვიდეო მასალას. იკვლევენ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს საკუთარ რაიონში (ინტერვიუ, გასაუბრება სპეციალისტთან, ადგილობრივ თემთან). მოპოვებულ ინფორმაციას ამუშავებენ ჯგუფებში, ამზადებენ სლაიდშოუებს, სარეკლამო ბუკლეტებს თანატოლებისთვის, თემის ამსახველ პოსტერებს, ფოტო-ვიდეო კოლაჟს. მუშაობის დასრულების შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას მოწვეული სტუმრებისა და თანატოლებისათვის.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ-სთან კავშირი: ბიოლოგია (ეკოლოგია)
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა შანშიაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: marina.shanshiashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: marinashanshiashvili.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)